თურქეთი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში ცუდად გახდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში, სატელევიზიო ინტერვიუს დროს ცუდად გახდა, რის გამოც პირდაპირი ტრანსლაციის დროებით შეწყვეტა გახდა საჭირო.

პირდაპირი ეთერი რამდენიმე წუთის შემდეგ განახლდა და ერდოღანმა თქვა, რომ მას მუცლის ღრუს დაავადება აწუხებდა და გასულ დღეებში მძიმე სამუშაო ჰქონდა. 

"რა თქმა უნდა, ასეთ პრობლემებს დროდადრო ვაწყდებით ასეთი დატვირთული განრიგის დროს". – თქვა ერდოღანმა Kanal 7-ის ეთერში.

ერდოღანი 26 აპრილს სამ სხვადასხვა პროვინციაში კამპანიის ფარგლებში უნდა გამოჩნდეს. მისი განრიგი ცნობილი გახდა ამ შემთხვევის შემდეგ.

69 წლის რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამჟამად წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 14 მაისს ჩატარდება. 


საყოველთაო არჩევნები თურქეთში ერდოღანმა 14 მაისს დანიშნაPolitico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის. 

თუ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს 14 მაისს კენჭისყრაში, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.

ერდოღანი წინა საარჩევნო კამპანიისას ანტიდასავლურ განცხადებებს არ ერიდება. ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში ამბობდა, არ დაუშვებდა ქვეყნის ომში ჩათრევას და მიანიშნებდა, რომ ამ უკანასკნელს დასავლეთი ცდილობდა.

ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ქემალ კილიჩდაროღლუა. მესამე კანდიდატად მუჰარემ ინჯე განიხილება, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, 5%-დან 10%-მდე დააგროვებს. მკვლევრები ამბობენ, რომ ეს კანდიდატი მხარდამჭერებს დიდი ალბათობით მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელთან, ქემალ კილიჩდაროღლუსთან გაიზიარებს. შესაბამისად, მეორე ტური ერდოღანს აწყობს.

კომენტარები