2023 წლის არჩევნები თურქეთში

ერდოღანმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მაისში დანიშნა

Murat Cetinmuhurdar/Presidential Press Office/Handout via REUTERS

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არჩევნები 14 მაისს დანიშნა - სამი თვის შემდეგ დამანგრეველი მიწისძვრიდან, რომელსაც 45 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

"ღვთის ნებით, ეს ერი 14 მაისს გააკეთებს იმას, რაც საჭიროა". - აღნიშნა ერდოღანმა პარლამენტში დეპუტატებთან მიმართვისას. 

გასული თვის მიწისძვრის შემდეგ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ვრცელდებოდა: არჩევნების თარიღად განიხილებოდა როგორც 18 ივნისი, ისე წლის ბოლო.

მიწისძვრამდე ერდოღანის რეიტინგი ინფლაციის ზრდისა და ლირის გაუფასურების კვალდაკვალ მცირდებოდა, თუმცა ბოლო გამოკითხვებით თურქეთის პრეზიდენტის პოპულარობა მზარდია.

განსაკუთრებით რთულია, არჩევნებისთვის ლოგისტიკური მოწესრიგება იმ რეგიონებში, სადაც მიწისძვრა მოხდა. ამ ტერიტორიაზე კი დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი ამომრჩევლად არის რეგისტრირებული. საარჩევნო უწყების წარმომადგენლები რეგიონს ამ კვირაში სტუმრობენ, რათა მოამზადონ ანგარიში საარჩევნო უბნების მზადყოფნასთან დაკავშირებით.

ერდოღანი ხელისუფლებაში 20 წლის წინ მოვიდა, როდესაც თურქეთი 2001 წელს მძიმე ეკონომიკურ კრიზისს და ქრონიკულ კორუფციას განიცდიდა. მაშინდელ კოალიციასაც 1999 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ არასათანადო სამაშველო სამუშაოების გაწევაში ადანაშაულებდნენ.

ახლა ერდოღანს მოუწევს გაუმკლავდეს ტრადიციულად მისი მხარდაჭერების რეგიონის მაცხოვრებლის კრიტიკას, რომელიც წლევანდელი მიწისძვრით დაზარალდა. მან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაში ხმების 55% მიიღო და მისმა პარტიამ და მისმა პარტნიორებმა საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერის იგივე მაჩვენებელი აჩვენეს.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) დღევანდელი მონაცემებით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 45,089-მდე გაიზარდა, რაც სირიას ერთად 51,000-ს აღწევს. მიწისძვრამ ასევე თურქეთში 108 000 ადამიანი დააზიანა. 

კომენტარები