2023 წლის არჩევნები თურქეთში

ტრამპი: ვულოცავ ერდოღანს, ის ჩემი მეგობარია და ვიცი, როგორ უყვარს თავისი ქვეყანა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დოლანდ ტრამპმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. 

"ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში დიდ და დამსახურებულ გამარჯვებას. მას კარგად ვიცნობ, ის მეგობარია და ვიცი, როგორ უყვარს თავისი ქვეყანა და თურქეთის დიდი ხალხი, რომელიც მან ცნობადობისა და პატივისცემის ახალ დონეზე აიყვანა!". – ამბობს ტრამპი.

გუშინ, 28 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაამარცხა ოპოზიციის ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ და საკუთარი 20-წლიანი მმართველობა კიდევ უფრო გაახანგრძლივა

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ცნობით, ხმათა 99.43% დათვლილია - ერდოღანი ხმების 52.14%-ით ლიდერობს, ქილიჩდაროღლუ კი 47.86%-ს ფლობს. 

"გადავდოთ ყველა დებატი და კონფლიქტი საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, გავერთიანდეთ ჩვენი ეროვნული მიზნებისა და ოცნებების გარშემო". - თქვა ერდოღანმა ანკარაში მხარდამჭერებისთვის მიმართვისას. 

უცხოელი ლიდერები, მათ შორის რუსეთის, კატარის, ლიბიის, ალჟირის, უნგრეთის, ირანის და პალესტინის ხელისუფლების ლიდერები იყვნენ პირველები, ვინც ერდოღანს გამარჯვება მიულოცა.

"მოველი ორმხრივ საკითხებსა და საერთო გლობალურ გამოწვევებზე NATO-ს მოკავშირესთან თანამშრომლობას". - წერს ბაიდენი Twitter-ზე.

საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. 

ოპოზიცია კი არჩევნებს თურქეთის დემოკრატიისთვის ბოლო დარტყმად აღიქვამს - ერდოღანს კი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტუტების მორყევაში, სასამართლო სისტემის ეროზიასა და განსხვავებული აზრის რეპრესიაში ადანაშაულებენ.

კომენტარები