ჯუდ ლოუ, ტომ იორკი, ჯ.კ. როულინგი და სხვები პუტინს ნავალნის გათავისუფლებას სთხოვენ

Zerkalo

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 128 კულტურის, ჟურნალისტიკისა და სხვა სფეროების ცნობილმა მოღვაწეებმა ღია წერილით მიმართეს. წერილის ავტორები ოპოზიციური ლიდერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებას ითხოვენ.

ხელმომწერებს შორის არიან მსახიობები – ბენედიქტ კამბერბეტჩი, დომინიკ უესტი, დევიდ დუხოვნი, ვანესა რედგრეივი, ჯუდ ლოუ, ბილ ნაი, ნობელიანტი მწერლები მარიო ვარგას ლიოსა, სვეტლანა ალექსიევიჩი, ორჰან ფამუქი, ჰარი პოტერის ავტორი ჯ.კ. როულინგი, მხევლის წიგნის ავტორი მარგარეტ ეტვუდი, ყოფილი ფეხბურთელი ერიკ კანტონა, ბიოლოგი რიჩარდ დოკინსი, ბენდ Radiohead-ის წევრი ტომ იორკი.

"გწერთ იმის შესახებ რაც ისედაც ძალიან კარგად იცით: ალექსეი ნავალნი თქვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ კოლონიაში იხდის სასჯელს. ის კვლავ გამომწყვდეულია ძაღლის ჯიხურის მსგავს, კუბური მეტრის ზომის კარცერში, ვენტილაციის გარეშე. ეკრძალება ნათესავების მონახულება და სატელეფონო ზარები, არ აქვს კავშირი ადვოკატებთან. მაღალი ტემპერატურის მიუხედავად მას მთელი დღის გატარება ფეხზე დამდგარს უწევს.

ჩვენ ვუერთდებით 600 რუს ექიმს, რომლებიც აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნის სასწრაფოდ ესაჭიროება დამოუკიდებელი სამედიცინო დახმარება. ნავალნის წამების შეწყვეტას და სამედიცინო დახმარებას ასევე ითხოვს 100 რუსი ადვოკატი და 100 რეგიონალური დეპუტატი.

ნავალნი იხდის სასჯელს იმ ბრალდებებზე, რომლებსაც არც ერთი დამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლო არ მიიღებდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნავალნის გათავისუფლებას, რომლისკენაც გერმანია, აშშ და ევროკავშირი მოგიწოდებთ. მისი გათავისუფლება თქვენს ხელშია".

ხელმომწერები:

  • მაიკლ აბრამოვიჩი, Freedom House-ის პრეზიდენტი
  • ჯეი ჯეი აბრამსი, რეჟისორი
  • პეიჯ ალექსანდრი, კარტერის ცენტრის გენერალური დირექტორი
  • სვეტლანა ალექსიევიჩი, ნობელიანტი მწერალი
  • მარკ ამბერსი, მსახიობი
  • მიხაილ ბარიშნიკოვი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი
  • ჯინა ბელმანი, მსახიობი
  • ფრანუსა ბერლეანი, მსახიობი
  • კენ ბერნსი, რეჟისორი
  • ჯონ ბერნემ შვარცი, მწერალი, სცენარისტი
  • ინგრიდ ბეტანკური, პოლიტიკოსი, აქტივისტი
  • ფრანსუა ბიზო, ანტროპოლოგი
  • უილიამ ბოიდი, მწერალი
  • ალვარო ვარგას ლიოსა, მწერალი
  • მარიო ვარგას ლიოსა, ნობელიანტი მწერალი
  • ინდირა ვარმა, მსახიობი
  • საიმონ ვინჩესტერი, ჟურნალისტი
  • ჯეიმს ვუდი, მწერალი
  • ნილ გეიმანი, მწერალი
  • ჰენრი ლუის გეითს ჯუნიორი, ისტორიკოსი
  • სიენა გილორი, მსახიობი
  • ჯეიმი გლოვერი, მსახიობი
  • ვესნა გოლდსუორი, პოეტი
  • ლინდა გოლდშტეინ ნოულტონი, რეჟისორი
  • ენტონი ჰოროვიცი, მწერალი
  • როი გრინსლენდი, ჟურნალისტი
  • ფილიპ გურევიჩი, ჟურნალისტი
  • ნედიმ გიურსელი, მწერალი
  • რებეკა ჯონსონი, მსახიობი
  • დევიდ დუხოვნი, მსახიობი
  • რიჩარდ დოკინსი, ბიოლოგი
  • ასად ზამანი, მსახიობი
  • ელზა ზილბერშტეინი, მსახიობი
  • ტომ იორკი, მომღერალი
  • ერლინგ კაგე, მწერალი
  • კეროლ კადვალადრი, ჟურნალისტი
  • ბენტლი კალუ, მსახიობი
  • ბენედიქტ კამბერბეტჩი, მსახიობი
  • ალან კამინგი, მსახიობი
  • ჩარლზ კამინგი, მსახიობი
  • ერიკ კანტონა, ფეხბურთელი
  • ელიზაბეტ კერლინგი, მსახიობი
  • ემანუელ კარერი, მწერალი
  • რეიჩელ კასკი, მწერალი
  • დანიელ კელმანი, მწერალი
  • ეტგარ კერეტი, მწერალი
  • კრისტოფერ კლარკი, ისტორიკოსი
  • კოსტა-გავრასი, რეჟისორი
  • ემა კუნიფი, მსახიობი
  • ჯ.მ.კუტზე, მწერალი
  • ალისტერ კემპბელი, ჟურნალისტი
  • დევიდ ლავენი, ბიზნესმენი
  • მარკ ლევი, მწერალი
  • კეტი ლეტი, მწერალი
  • დიქსი ლინდერი
  • ჯუდ ლოუ, მსახიობი
  • იენ მაკიუენი, მწერალი
  • ნატაშა მაკელჰოუნი, მსახიობი
  • ჯორჯიო მარკეზი, მსახიობი
  • ანიეს მარტენ-ლიუგანი, მწერალი
  • მარიანა მარტინსი, ბიზნესმენი
  • კეტრინ მერიდეილი, ისტორიკოსი
  • ჩარლი მერფი, მსახიობი
  • კლერ მესუდი, მწერალი
  • ტიმ მინჩინი, კომიკოსი
  • გერტა მიულერი, ნობელიანტი მწერალი
  • პეტერ ნადაში, მწერალი
  • სილვია ნაზარი, ჟურნალისტი
  • ტრევორ ნანი, მწერალი
  • ბილ ნაი, მსახიობი
  • ამელი ნოტომბი, მწერალი
  • ტრეისი-ენ ობერმანი, მსახიობი
  • ჯორჯ პაკერი, ჟურნალისტი
  • ორჰან ფამუქი, ნობელიანტი მწერალი
  • დანიელე პეჩე, მსახიობი
  • მარია პოპოვა, მწერალი
  • ელენდია პროფერ ტისლი, მწერალი
  • ფილიპ პულმანი, მწერალი
  • ლორენს რაიტი, ჟურნალისტი
  • ჟან რენო, მსახიობი
  • ვანესა რედგრეივი, მსახიობი
  • დევიდ რიმნიკი, ჟურნალისტი
  • არუნდატი როი, მწერალი
  • ჯეი ქეი როულინგი, მწერალი
  • დანიელ როერი, რეჟისორი
  • სალმან რუშდი, მწერალი
  • შარლოტა რენდლი, მწერალი
  • საიმონ სებაგ მონტეფიორე, მწერალი
  • ზააბ სეტნა, ბიზნესმენი
  • კლაუდია სილვერი, მსახიობი
  • პიტერ სინგერი, მწერალი
  • კრისტინ სკოტ ტომასი, მსახიობი
  • ალი სმიტი, მწერალი
  • ტიმოტი სნაიდერი, ისტორიკოსი
  • ნიტინ სონი, კომპოზიტორი
  • სამანტა სპაირო, მსახიობი
  • ჯულიეტ სტივენსონი, მსახიობი
  • ტომ სტოპარდი, დრამატურგი
  • ალექსია სტრეზი, მწერალი
  • ალიშა სემსი, პროდიუსერი
  • პოლ ტერუ, მწერალი
  • კატერინა ტოზერი, მწერალი
  • ოლგა ტოკარჩუკი, ნობელიანტი მწერალი
  • არჩ ტეიტი, თარჯიმანი
  • სიუზანა უაიზი, მსახიობი
  • ოლივია უილიამსი, მსახიობი
  • როუენ უილიამსი, ფილოსოფოსი
  • დომინიკ უესტი, მსახიობი
  • მარინა უორნერი, მწერალი
  • ორლანდო ფაიჯესი, ისტორიკოსი
  • ნილ ფერგიუსონი, ისტორიკოსი
  • კეიტ ფლიტვუდი, მსახიობი
  • სებასტიან ფოლკსი, მწერალი
  • ჯონათან ფრანზენი, მწერალი
  • მაიკლ ფრეინი, მწერალი
  • ჯემაიმა ხანი, Unicef-ის ელჩი
  • მეტ ჰეიგი, ჟურნალისტი
  • ირინა ჰიგინსი, ნეირობიოლოგი
  • სტივენ ჰოპკინსი, რეჟისორი
  • შერონ ჰორგანი, მსახიობი
  • დევიდ ჰეირი, რეჟისორი
  • იუნ ჯანი, მწერალი
  • ენცო ჩილენტი, მსახიობი
  • საიმონ შამა, ისტორიკოსი
  • არტ შპიგელმანი, კარიკატურისტი
  • რიჩარდ ევანსი, ისტორიკოსი
  • პამელა ელდონი, მსახიობი
  • ენ ეპლბაუმი, ჟურნალისტი
  • პასკუალე ესპოზიტო, მსახიობი
  • მარგარეტ ეტვუდი

კომენტარები