ნორვეგია-რუსეთის ურთიერთობა

რუსეთმა ქვეყნიდან 10 ნორვეგიელი დიპლომატი გააძევა

26 აპრილს ნორვეგიის ელჩი მოსკოვში, რობერტ კვილე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს დაქვეყნიდან 10 საელჩოს თანამშრომლის გაძევების შესახებ აცნობეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქმედებას საპასუხო ღონისძიება უწოდა. მანამდე, ორი კვირის წინ ნორვეგიამ ქვეყნიდან 15 რუსი დიპლომატი გააძევა.

"ნორვეგიის ელჩს ასევე უთხრეს, რომ ოსლოს არამეგობრულ ქმედებებს [რუსეთის მხრიდან] სხვა ზომებიც მოჰყვება, მათ შორის, რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ნორვეგიული დიპლომატიური მისიით მუშაობენ" - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე, ერთი დღით ადრე, შვედეთმა ჩრდილოეთის ზღვაში შესაძლო საბოტაჟთან დაკავშირებით ქვეყნიდან 5 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. 

"დაზვერვის 15 ოფიცერი ეწეოდა საქმიანობას, რომელიც მათ დიპლომატიურ სტატუსს არ შეესაბამებოდა [...]

ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნორვეგიაში რუსული დაზვერვის საქმიანობის შესამცირებლად და ამით ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. რუსეთი ამჟამად უდიდეს სადაზვერვო საფრთხეს უქმნის ნორვეგიას. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსი დაზვერვის ოფიცრებს, რომ დიპლომატიურ საფარქვეშ იმოქმედონ ნორვეგიაში". - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიკენ ჰუიტფელდტმა.

კომენტარები