ნორვეგია-რუსეთის ურთიერთობა

ოსლოში რუსეთის საელჩოს დაზვერვის 15 ოფიცერი ნორვეგიამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ნორვეგიამ ოსლოში, რუსეთის საელჩოში მომუშავე 15 დაზვერვის ოფიცერი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

"დაზვერვის 15 ოფიცერი ეწეოდა საქმიანობას, რომელიც მათ დიპლომატიურ სტატუსს არ შეესაბამებოდა [...]

ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნორვეგიაში რუსული დაზვერვის საქმიანობის შესამცირებლად და ამით ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. რუსეთი ამჟამად უდიდეს სადაზვერვო საფრთხეს უქმნის ნორვეგიას. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსი დაზვერვის ოფიცრებს, რომ დიპლომატიურ საფარქვეშ იმოქმედონ ნორვეგიაში". - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიკენ ჰუიტფელდტმა.

ნორვეგია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსული დაზვერვის ფარული საქმიანობის შესამცირებლად ნაბიჯებს დგამს. ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ბოლო დროს შეამცირა დიპლომატიური საფარქვეშ მოქმედი რუსი დაზვერვის ოფიცრების რაოდენობა. ამასთან, რუსი დაზვერვის ოფიცრებისთვის ვიზების გაცემის წესები გამკაცრდა.

მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყებაში თქვეს, რომ "სათანადო საპასუხო ზომებს" მიიღებენ.

კომენტარები