ნორვეგია-რუსეთის ურთიერთობა

2014 წლის ბოლომდე ნორვეგიამ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა

2014 წლის ბოლომდე ნორვეგიის ხელისუფლებამ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ინე ერიკსენ სერეიდემ განაცხადა. 

მინისტრის განცხადებით ნორვეგიამ ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის ქმედებების შემდეგად მიიღო. თავდაცვის მინისტრის თქმით, ოფიციალური მოსკოვი უკრაინაში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს.

ნორვეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება 15 დაგეგმილ ვიზიტსა და სხვა ღონისძიებებზე ვრცელდება, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლის ნორვეგიაში ვიზიტსა და ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებებს.

სერეიდეს თქმით ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება თანამშრომლობა იმ სფეროებში, რაც უკავშირდება ზღვებში ერთობლივ სამაშველო და სამძებრო სამუშაოებს, ასევე საზღვრის დაცვის უზრუნველყოფას.

კომენტარები