ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - 25 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.23 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.15 თეთრით გაუფასურდა. 25 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.5046 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.7618 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.54 ლარია, ხოლო ევროსი - 2.82 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.51 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.77 ლარად.

კომენტარები