IRI-ს კვლევა

ვაშაძე IRI-ზე: ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს, ოცნება დამანგრევლად დამარცხდებოდა

სტრატეგია აღმაშენებლი

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოქვეყნებულ საზოგადოების აზრის კვლევას გამოეხმაურა. ვაშაძის თქმით, ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს, ქართული ოცნება დამანგრევლად დამარცხდებოდა.

"ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს, ქართული ოცნება დამანგრევლად დამარცხდებოდა. აი, ეს არის ამ კვლევის შედეგები. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ შემდეგ არჩევნებზე ქართული ოცნება დამარცხდება და როგორც რუსეთთან დაკავშირებული ბნელეთის ძალა, კომუნისტური პარტია ჩაბარდა ისტორიულ წარსულს, ზუსტად ასევე ჩაბარდება ისტორიულ წარსულს ქართული ოცნება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს". - თქვა ვაშაძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. 

მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - "საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით)" / "თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით)"

მოქალაქეების პირველი არჩევანი ასე გადანაწილდა: 

  • ქართული ოცნება - 19% 
  • ენმ - 14% 
  • გახარიას პარტია - 3% 
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 3% 
  • ლეიბორისტული პარტია - 2% 
  • ლელო - 2% 
  • გირჩი - 2% 
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 2% 
  • ანა დოლიძის პარტია - 2% 
  • მოქალაქეები - 2% 
  • ალტ-ინფო - 1% 
  • დროა - 1% 
  • ევროპული საქართველო - 1% 
  • პატრიოტთა ალიანსი - <1% 
  • ხალხის ძალა - <1%  
  • სხვა - <1%
  • გაფუჭებული ბიულეტენი - 11% 
  • არ მივცემდი ხმას - 5% 
  • არ ვიცი - 20% 
  • უარი თქვა პასუხის გაცემაზე - 7% 

იმ შემთხვევაში, თუ ბიულეტენზე მათი არჩეული პარტია არ იქნებოდა:

  • ქართული ოცნება - 2% 
  • ენმ - 3% 
  • გახარიას პარტია - 3% 
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 2% 
  • ლეიბორისტული პარტია - 2% 
  • ლელო - 3% 
  • გირჩი - 1% 
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 4% 
  • ანა დოლიძის პარტია - 1% 
  • მოქალაქეები - 2% 
  • ალტ-ინფო - <1% 
  • დროა - 3% 
  • ევროპული საქართველო - <1% 
  • პატრიოტთა ალიანსი - 1% 
  • ხალხის ძალა - 2%  
  • სხვა - <1%
  • გაფუჭებული ბიულეტენი - 6% 
  • არ მივცემდი ხმას - 1% 
  • არ ვიცი - 19% 
  • უარი თქვა პასუხის გაცემაზე - 2%  

2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში ჩატარებულ კვლევაში 25% ამბობდა, რომ ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 12% - ენმ-ს, 3% - გახარიას, 3% - გირჩი-მეტი თავისუფლებას.  

კვლევა ჩატარებულია საქართველოში 2023 წლის 4-დან 23 მარტის ჩათვლით.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

 

კომენტარები