IRI-ის კვლევა

IRI: ამ კვირაში რომ არჩევნები იყოს, ქართული ოცნება - 25%, ენმ - 12%, არ იცის 16%-მა

ცესკო

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, კითხვაზე, ამ კვირაში რომ არჩევნები იყოს, ვის დაუჭერდით მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა: 

  •  ქართული ოცნება - 25 %
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 12%
  • გიორგი გახარიას პარტია -  (საქართველოსთვის) - 3%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება -  3 %
  • ლეიბორისტული პარტია - 2%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე - 2 %
  • დროა - 2%
  • პატრიოტთა ალიანსი - 2 %
  • ხალხისთვის - ანა დოლიძე - 2%
  • პარტია ლელო - 1 %
  • მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%
  • კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო - 1%
  • სხვა - 2%
  • ხმას არ მივცემდი - 6%
  • არ ვიცი - 16%
  • უარი თქვა პასუხის გაცემაზე - 7%

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო
რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის
ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე
სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა
მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ
იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი
წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კომენტარები