IRI-ს კვლევა

დეკანოიძე IRI-ს კვლევაზე: კვლავ ძალიან დიდი სამუშაოა ოპოზიციის ველზე

Khatia Dekanoidze / Facebook

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოქვეყნებულ საზოგადოების აზრის კვლევას გამოეხმაურა. დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ველზე სამუშაო კვლავ ძალიან დიდია.

"რეალურად, კვლავ ძალიან დიდი სამუშაოა ოპოზიციის ველზე. მე არ მგონია, რომ ასე ვთქვათ, რაღაც ავტომატურმა ერთობამ შეიძლება მოიტანოს ავტომატურად ხმების დაჯამება. მაგრამ, მე რაც მგონია, არის ის, რომ ოპოზიციის კიდევ უფრო სერიოზული მუშაობის შედეგი იქნება ის, რომ ეს ხმები გაცილებით უფრო გაიზრდება, გაიზრდება სწორედ ოპოზიციის ყულაბაში და ოპოზიცია იქნება ის, ვინც ქართულ ოცნებას დაამარცხებს [...] სამუშაო ბევრია. მოქალაქეებისთვის საჩვენებელია, სოციალური პრობლემები როგორ უნდა გადაიჭრას. როგორ გვესახება მთავარი გზა, საქართველო როგორ უნდა იყოს მართლაც წამყვანი ევროინტეგრაციის გზაზე. ამიტომ, ვფიქრობ, ამ კვლევის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რეალურად, ჯამურად ოპოზიციას მეტი აქვს, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა გაცილებით უფრო მეტი უნდა იყოს". - თქვა დეკანოიძემ TV პირველის ეთერში.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. 

მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - "საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით)" / "თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით)"

მოქალაქეების პირველი არჩევანი ასე გადანაწილდა: 

  • ქართული ოცნება - 19% 
  • ენმ - 14% 
  • გახარიას პარტია - 3% 
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 3% 
  • ლეიბორისტული პარტია - 2% 
  • ლელო - 2% 
  • გირჩი - 2% 
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 2% 
  • ანა დოლიძის პარტია - 2% 
  • მოქალაქეები - 2% 
  • ალტ-ინფო - 1% 
  • დროა - 1% 
  • ევროპული საქართველო - 1% 
  • პატრიოტთა ალიანსი - <1% 
  • ხალხის ძალა - <1%  
  • სხვა - <1%
  • გაფუჭებული ბიულეტენი - 11% 
  • არ მივცემდი ხმას - 5% 
  • არ ვიცი - 20% 
  • უარი თქვა პასუხის გაცემაზე - 7% 

იმ შემთხვევაში, თუ ბიულეტენზე მათი არჩეული პარტია არ იქნებოდა:

  • ქართული ოცნება - 2% 
  • ენმ - 3% 
  • გახარიას პარტია - 3% 
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 2% 
  • ლეიბორისტული პარტია - 2% 
  • ლელო - 3% 
  • გირჩი - 1% 
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 4% 
  • ანა დოლიძის პარტია - 1% 
  • მოქალაქეები - 2% 
  • ალტ-ინფო - <1% 
  • დროა - 3% 
  • ევროპული საქართველო - <1% 
  • პატრიოტთა ალიანსი - 1% 
  • ხალხის ძალა - 2%  
  • სხვა - <1%
  • გაფუჭებული ბიულეტენი - 6% 
  • არ მივცემდი ხმას - 1% 
  • არ ვიცი - 19% 
  • უარი თქვა პასუხის გაცემაზე - 2%  

2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში ჩატარებულ კვლევაში 25% ამბობდა, რომ ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 12% - ენმ-ს, 3% - გახარიას, 3% - გირჩი-მეტი თავისუფლებას.  

კვლევა ჩატარებულია საქართველოში 2023 წლის 4-დან 23 მარტის ჩათვლით.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

კომენტარები