IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობის 42% თვლის, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ გამოხატავს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის)-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 42% თვლის, რომ მის ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს.

კითხვაზე, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, 42% ამბობს, რომ არა. 29%-ის თქმით, არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც ნაწილობრივ გამოხატავს მის ინტერესებს, 25% ამბობს, რომ ერთი პარტია მაინც არის, რომელიც სრულად გამოხატავს მის ინტერესებს, ხოლო 4%-მა არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე. 

კვლევა ჩატარებულია საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

კომენტარები