რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვავჟიკი: გერმანიას უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რომ არ შეეფერხებინა, უკრაინაში ომი არ იქნებოდა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, პიოტრ ვავჟიკის თქმით, გერმანიას ისე რომ არ ეფიქრა, როგორც ახლა და ბევრი წლის წინ NATO-ში გაწევრიანება არ შეეფერხებინა, დღეს უკრაინაში ომი არ იქნებოდა

21 აპრილს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ უკრაინის NATO-ში სწრაფად გაწევრიანების იდეას მხარს არ უჭერს.

"კარი ღიაა, მაგრამ გადაწყვეტილების დრო ახლა არ არის". - თქვა მინისტრმა. 

ამ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კრიტიკულად გამოეხმაურა.

"საკითხავია, როდის მოვა ამ "ცივი გონებისთვის" დრო, ომის დასრულებიდან 5, 10 თუ 30 წელიწადში? 

პოლონეთს არ სურს, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას წლები დასჭირდეს. ჩვენი აზრით, რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი, რადგან ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია არა მხოლოდ უკრაინისა და პოლონეთის, არამედ მთელი რეგიონისთვის". - თქვა პიორტ ვავჟიკმა.

კომენტარები