ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

ჩერგოლეიშვილი: თუ სამართლის აღსრულებაში ხალხი ჩაერთვება, უსამართლობა შემცირდება

"განსაჯოს სინდისმა ერისა და არა ჩინოვნიკისა" - ეს არის მოთხოვნა, რომელიც ლაზარე გრიგორადისის ოჯახმა და თორნიკე აკოფაშვილმა დააყენა. ჩემთვის საგულისხმოა, რომ როგორადაც არ უნდა ვაფასებდეთ ხელისუფლების მოტივებს, პოლიტიკურად თუ სხვა მხრივ, მთავარი ისაა, რომ ეს ადამიანები დაუსჯელობას კი არ ითხოვენ, ითხოვენ იმას, რომ ხალხმა განსაჯოს და აქვთ სრული საფუძველი, რომ არ ენდობოდნენ სასამართლოს.

ზოგადად, ჩვენ თუ გვინდა, რომ აღარ იყვნენ ასე უსამართლოდ დაჩაგრული თორნიკეები, ლაზარეები, ვაზაგაშვილები იქნება თუ ვინც იქნება, - წინა მთავრობის დროს თუ ამ მთავრობის დროს, ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც დააყენებს სამართლიანობას. სწორედ ამიტომ არის  საჯარო სიკეთის სამსახურის ამ ხალხის მოთხოვნა, რომ თუ სამართლის აღსრულებაში ხალხი იქნება ჩართული, გაცილებით მეტად შემცირდება უსამართლობის რიცხვი. ჩვენ სისტემურ ცვლილებებზე უნდა ვიფიქროთ, რომ მომავალში თავი დავიზღვიოთ ასეთი უმსგავსობებისგან და ამიტომ ვთვლი, რომ მხარი უნდა დაუჭიროს, ჩემი აზრით, ყველა გონიერმა პოლიტიკურმა ძალამ ამ ადამიანების მოთხოვნას.

კიდევ ერთხელ - ჩვენ უნდა შევთავაზოთ ალტერნატივა ადამიანებს და ეს ალტერნატივა შეიძლება იყო მოქალაქეების ჩართულობა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, იმიტომ რომ უკვე ყველა შეთანხმდა, რომ ჩვენი სასამართლო არაფერში წერია. 

ამბობს ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი. 21 აპრილს თავისუფლების ინსტიტუტმა, ლაზარე გრიგორიადისის მამამ და 8 მარტის აქციის კიდევ ერთმა ბრალდებულმა, თორნიკე აკოფაშვილმა პარლამენტის წინ ერთობლივი პეტიცია წარადგინეს. ისინი და ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა მოითხოვენ, რომ ლაზარესა და თორნიკეს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. 

მოაწერე ხელი პეტიციას - https://forms.gle/WdYpDbazgYYRyj4w5 

კომენტარები