რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რაო?! – ორბანი გამოეხმაურა სტოლტენბერგის ნათქვამს, რომ უკრაინის ადგილი NATO-შია

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ნათქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ადგილი ალიანსშია,Twitter-ზე გამოეხმაურა. 

"უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია და დროთა განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერა ამის მიღწევაში დაგეხმარებათ". - აღნიშნა კიევში ვიზიტისას სტოლტენბერგმა. 

"რაო?!" - წერს აღნიშნულთან დაკავშირებით Twitter-ზე ორბანი და გამოცემა Politico-ს სტატიას აზიარებს. 

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინას პირველად ეწვია. სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სამიტზე ვილნიუსში მიიწვია, სადაც, მისი განმარტებით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება და ქვეყნის უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები განიხილება. 

კომენტარები