ქართული ოცნება

კობახიძე: მგონი, იდეალური დროა, საზოგადოებას შევახსენოთ ენმ-ს 10 წლის წინანდელი დანაშაულები

10 წელია გასული მათ მიერ ამ დანაშაულების ჩადენიდან... ხალხმა ამოისუნთქა, დაისვენა, ბიზნესმა მოიპოვა თავისუფლება, ციხეებში შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ადამიანები გათავისუფლდნენ წნეხისგან, რომელიც ჰქონდათ ადეიშვილი-სააკაშვილის  სასამართლოს მხრიდან.

მაგრამ 10 წელია გასული, 10 წლის გასვლა ნიშნავს, რომ ემოციურ დონეზე მაინც თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოებას, ავიწყდება დანაშაულები, რაც მათ მიერ არის ჩადენილი, შეიძლება, 10 წლისთავზე კარგი დრო იყოს იმისთვის, რომ უბრალოდ გავახსენოთ საზოგადოებას, არიან მათ შორის ახალგაზრდები, ვისაც საერთოდ არ უნახავს ის წლები, არიან ახალგაზრდები, რომლებიც არიან პირობითაც 20 წლის, 10 წლის წინ იყვნენ 10 წლის და საერთოდ არ ახსოვთ, რა ხდებოდა ნაცმოძრაობის დროს. შეიძლება, 10 წლისთავზე იყოს სწორედ იდეალური დრო იმისთვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავახსენოთ, რა მძიმე და უმძიმესი დანაშაულები აქვს ნაცმოძრაობას ჩადენილი.

ჰო, პატარა ნიურნბერგი [იქნება] ამ ადამიანებისთვის, შეფასება-შეხსენების დონეზე. საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, სისტემატიზაციის დონეზე უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, მე ესე მგონია. ამის დრო ალბათ დადგება, ვნახოთ, შევხედოთ, როგორ განვითარდება პროცესები, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათ შეიძლება გამოკრან საკუთარ საგამოძიებო კომისიას ხელი, რომელიც მოახდენს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების სისტემატიზაციას.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედზე. kვორუმის არარსებობის გამო, ორი დღეა, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას კენჭს ვერ უყრიან. ქართული ოცნების დეპუტატებმა არც 18 და არც 19 აპრილს რეგისტრაცია არ გაიარეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები საგამოძიებო კომისიის შექმნას დასანქცირებული მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით ითხოვენ. კომისიამ სასამართლო სფეროში კორუფციის და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხრიდან მოსამართლეებზე ზემოქმედების შესაძლო შემთხვევები უნდა გამოიძიოს.

 

 

კომენტარები