გერმანია-ჩინეთი

ჩინეთი სავაჭრო პარტნიორზე მეტად სისტემური მოწინააღმდეგე ხდება – ბერბოკი

ანალენა ბერბოკი ჩინეთში ვიზიტის დროს
Suo Takekuma/Pool via REUTERS

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ჩინეთში გამართულ ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პეკინი უფრო და უფრო ხდება "სისტემური მოწინააღმდეგე", ვიდრე სავაჭრო პარტნიორი.

ბერბოკის შენიშვნა მოჰყვა გასულ კვირაში მის პეკინში ვიზიტს, სადაც მან თქვა, რომ ჩინეთის მიერ ტაივანზე კონტროლის დამყარების ნებისმიერი მცდელობა მიუღებელი იქნებოდა.

გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატის, ბუნდესტაგის წინაშე საუბრის დროს ბერბოკმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ნაწილი "მართლაც აღმაშფოთებელზე მეტი იყო". მას არ დაუკონკრეტებია დეტალები, თუმცა მან ეს შენიშვნა მას შემდეგ გააჟღერა, რაც აღნიშნა, რომ ჩინეთი იღებს უფრო მეტად რეპრესიულ კურსს საშინაო მიმართულებით, საგარეო ურთიერთობებში კი – მეტად აგრესიულს. 

ბერბოკის თქმით, გერმანიისთვის ჩინეთი არის პარტნიორი, მეტოქე და სისტემატური მოწინააღმდეგე, თუმცა, "სისტემური მოწინააღმდეგის ასპექტი უფრო და უფრო მეტად იზრდება".

მაკრონის შემდეგ ბერლინი გეგმავს, ბერბოკის ვიზიტით ჩინეთს ცხადი შეტყობინება გაუგზავნოს – POLITICO

ბერბოკის თქმით, გერმანიის მთავრობას ჩინეთთან მუშაობა უნდა, თუმცა არ სურს წარსულის შეცდომების გამეორება, როგორიცაა "გაცვლა ვაჭრობით". გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, დასავლეთს ავტორიტარულ რეჟიმებში ცვლილების მიღწევა ვაჭრობის მეშვეობით შეუძლია.

ამას გარდა, ბერბოკმა აღნიშნა, რომ ჩინეთს აქვს პასუხისმგებლობა, იმუშაოს მსოფლიო მშვიდობაზე და კერძოდ გამოიყენოს გავლენა რუსეთთან მიმართებაში, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

ბერბოკი მიესალმება ჩინეთის პირობას, რომ რუსეთს არ მიაწოდებენ არც იარაღს და არც ორმაგი მოხმარების საქონელს, თუმცა აღნიშნა, რომ ბერლინი ამ პირობას დააკვირდება.

ანალენა ბერბოკის პეკინში ვიზიტი მოჰყვა ჩინეთში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოგზაურობას, რომლის ფარგლებშიც მან გააჟღერა წინადადებები, რომლებსაც ევროპის პოლიტიკურ წრეებში უკმაყოფილება მოჰყვა.

მაკრონი ტაივანზე: აშშ-ს დღის წესრიგსა და ჩინეთის გადაჭარბებულ რეაქციას არ უნდა მივდიოთ

კომენტარები