WSJ-ის ჟურნალისტი

მოსკოვის სასამართლომ WSJ-ის რეპორტიორის მოთხოვნა შინაპატიმრობაზე არ დააკმაყოფილა

WSJ-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი სასამართლო სხდომაზე

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ამერიკელი ჟურნალისტის, Wall Street Journal-ის რეპორტიორის, ევან გერშკოვიჩის მოთხოვნა, რომ გათავისუფლებულიყო მაღალი უსაფრთხოების ციხიდან და გადაყვანილიყო შინაპატიმრობაში, არ დააკმაყოფილა.

აღსანიშნია, რომ დაპატიმრების შემდეგ სასამართლო სხდომარეპორტიორის პირველი საჯარო გამოჩენა იყო. Wall Street Journal-ის რეპორტიორი გასულ თვეს ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს.

18 აპრილს სასამართლო სხდომის შემდეგ, აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გერშკოვიჩის ჯანმრთელობა კარგ მდგომარეობაშია და მიუხედავად არსებული მდგომარეობისაა, ის მხნედაა.

ამერიკელმა ჟურნალისტმა,  Wall Street Journal-ის რეპორტიორმა, ევან გერშკოვიჩმა, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით არის დაპატიმრებული, მშობლებს აშშ-ში 5 აპრილს წერილი მისწერა და თქვა, რომ ის იმედს არ კარგავს.

"მინდა ვთქვა, რომ იმედს არ ვკარგავ, ვკითხულობ,  ვვარჯიშობ და ვცდილობ ვწერო." - წერს  Wall Street Journal-ის რეპორტიორი.

წერილში, რომელიც მშობლიურ, რუსულ ენაზეა დაწერილი, რეპორტიორი ციხის ცხოვრებასა და კვების რაციონზეც წერს.

გერშკოვიჩს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები