WSJ-ის ჟურნალისტი

ბაიდენი რუსეთში WSJ-ის რეპორტიორის დაკავებაზე: სრულიად უკანონოა

ჯო ბაიდენი
POLITICO

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით The Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავებას სრულიად უკანონო უწოდა

ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ იგი ჩრდილოეთ ირლანდიაში მისი ფრენის დროს გერშკოვიჩის ოჯახთან საუბარს გეგმავდა. 

"ჩვენ ცალსახად ვამბობთ, რომ სრულიად უკანონოა ის, რაც ხდება. ამის პირდაპირ გამოცხადება ცვლის დინამიკას". - თქვა ბაიდენმა. 

ბაიდენის კომენტარი გავრცელდა მას შემდეგ, რაც 10 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ამერიკელი რეპორტიორი რუსეთის მიერ უსამართლოდაა დაკავებული. The Wall Street Journal-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით მარტში დააკავეს.

გერშკოვიჩი 29 მარტს რუსეთის სიდიდით მეოთხე ქალაქში, ეკატერინბურგში დააკავეს. The Wall Street Journal-მა, მისმა დამსაქმებელმა, უარყო ბრალდებები და მოითხოვა გერშკოვიჩის გათავისუფლება - ისევე როგორც სხვა საინფორმაციო გამოცემებმა, მათ შორის POLITICO-მ.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, ФСБ-ის ცნობით, The Wall Street Journal-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

განცხადებაში ნათქვამია, რომ გერშკოვიჩს "ამერიკულმა მხარემ სამხედრო-თავდაცვის კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ" ინფორმაციის შეგროვება დაავალა. უწყება ამის დამადასტურებელ მტკიცებულებას არ ავრცელებს. 

როგორც რუსეთის საგარეო იუწყება, ლავროვმა საუბრისას გარკვევით ახსნა, რომ საქმის პოლიტიზება არ მოხდება და ჟურნალისტის ბედს სასამართლო გადაწყვეტს.

"საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიუღებელია ვაშინგტონის მაღალჩინოსნებისა და დასავლური მედიის მხრიდან აჟიოტაჟი საქმისთვის პოლიტიკური სარჩულის დადების მიზნით". - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, ФСБ-ის ცნობით, The Wall Street Journal-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გერშკოვიჩს "ამერიკულმა მხარემ სამხედრო-თავდაცვის კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ" ინფორმაციის შეგროვება დაავალა. უწყება ამის დამადასტურებელ მტკიცებულებას არ ავრცელებს.

The Wall Street Journal- ი და თეთრი სახლი ბრალდებას უარყოფს და აბსურდულს უწოდებს.

კომენტარები