თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი CNN-თან ანონიმურობის პირობით საუბრისას აღნიშნავს, რომ აშშ რუსეთში Wall Street Journal-ის დაკავებული რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის გასათავისუფლებლად "კრეატიულ და ზოგჯერ საკმაოდ რთული გამოწვევების მქონე საშუალებებს მიმართავს".
"სანამ ამერიკის მოქალაქე სახლში არ იქნება, მანამდე ჩვენ შესვენების გარეშე ვიკვლევთ ყველა შესაძლო ვარიანტს, რაც მის სახლში დასაბრუნებლად შეიძლება გაკეთდეს". - აღნიშნავს წყარო.
18 აპრილს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ევან გერშკოვიჩის მოთხოვნა, რომ გათავისუფლებულიყო მაღალი უსაფრთხოების ციხიდან და გადაყვანილიყო შინაპატიმრობაში, არ დააკმაყოფილა.
აღსანიშნია, რომ დაპატიმრების შემდეგ სასამართლო სხდომარეპორტიორის პირველი საჯარო გამოჩენა იყო. Wall Street Journal-ის რეპორტიორი გასულ თვეს ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს.
18 აპრილს სასამართლო სხდომის შემდეგ, აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გერშკოვიჩის ჯანმრთელობა კარგ მდგომარეობაშია და მიუხედავად არსებული მდგომარეობისაა, ის მხნედაა.
- რუსეთში WSJ-ს ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
- "იმედს არ ვკარგავ" - დაპატიმრებული Wall Street Journal-ის რეპორტიორი მშობლებს წერს
ამერიკელმა ჟურნალისტმა, Wall Street Journal-ის რეპორტიორმა, ევან გერშკოვიჩმა, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით არის დაპატიმრებული, მშობლებს აშშ-ში 5 აპრილს წერილი მისწერა და თქვა, რომ ის იმედს არ კარგავს.
"მინდა ვთქვა, რომ იმედს არ ვკარგავ, ვკითხულობ, ვვარჯიშობ და ვცდილობ ვწერო." - წერს Wall Street Journal-ის რეპორტიორი.
წერილში, რომელიც მშობლიურ, რუსულ ენაზეა დაწერილი, რეპორტიორი ციხის ცხოვრებასა და კვების რაციონზეც წერს.
გერშკოვიჩს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.