ფორმულა

გუმბარიძე: კეზერაშვილი გააგრძელებს არხის ფინანსურ დახმარებას

ზუკა გუმბარიძე
ფორმულა

ტელეკომპანია ფორმულას ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ აღნიშნა, რომ არხის დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი აღარ იქნება ფორმულას საკონტროლო პაკეტის მფლობელი, თუმცა, ის გააგრძელებს ტელეკომპანიის ფინანსურ მხარდაჭერას.

"ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ მოგეხსენებათ, ფინანსურად საქართველოში არცერთი არხი არ არის თვითკმარი და გამონაკლისი არც ფორმულაა. შესაბამისად, დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილებაა, რომ ის კვლავაც გააგრძელებს არხის ფინანსურ დახმარებას და კვლავ გააგრძელებს ტელეკომნაპიისთვის იმ დეფიციტის შევსებას, რომელიც არსებობს შემოსავლებსა და ხარჯებს შორის". – თქვა გუმბარიძემ. 

დღეს, 18 აპრილს დავით კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ უარს ამბობს ფორმულას საკონტროლო პაკეტზე და წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.

ფორმულას გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის 25% გადაეცემა ფორმულელებს - საზოგადოებისთვის ნაცნობ ადამიანებს, რომლებიც ეკრანებზე ჩანან და "დგანან ხოლმე კადრს მიღმა". გამართულ ბრიფინგზე გუმბარიძემ თქვა, რომ მათი ზუსტი სია ჯერ უცნობია. 

კომენტარები