ვლადიმირ კარა-მურზა

ვოლკერ თურქი: მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს კარა-მურზა

ვოლკერ თურქი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი
NurPhoto/NurPhoto via Getty Images

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს განაჩენი რუსეთის კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო სივრცისთვის კიდევ ერთი დარტყმაა. 

"კარა-მურზა გაასამართლეს ბრალდებებით, რომლებიც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია აზრის, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების ლეგიტიმურ განხორციელებასთან, მათ შორის, უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის საჯარო კრიტიკის ჩათვლით.

არავის არ უნდა ჩამოერთვას ადამიანის უფლებებით სარგებლობის უფლება და მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს იგი". – აღნიშნულია ვოლკერ თურქის განცხადებაში.

რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და რუსეთის არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დამნაშავედ ცნო და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამასთან, დაცვის მხარე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო მედიას, TACC-ს კარა-მურზას ადვოკატი, მარია ეისმონტი ესაუბრა

"მიგვაჩნია, რომ ამ საქმის განხილვისას იყო არაერთი სერიოზული პროცედურული დარღვევა და ამიტომ ვასაჩივრებთ მას". - აღნიშნა მარია ეისმონტმა.

კომენტარები