ვლადიმირ კარა-მურზა

რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა ციმბირის მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაიყვანეს

Reuters

რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვის იზოლატორიდან ციმბირში, მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაიყვანეს. კარა-მურზას ადვოკატის თქმით, კარა-მურზა ომსკის სასჯელაღსრულების კოლონიაში იმყოფება და ციხის პირობები მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. 

ბოლო ექვსი კვირის მანძილზე კარა-მურზას ადვოკატისთვის და ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო, თუ სად და როგორ იმყოფებოდა დაკავებული პოლიტიკოსი. 

პუტინის კრიტიკოსი  ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოწამვლის მცდელობებს 2015 წელს რამდენჯერმე გადაურჩა. 

ვლადიმირ კარა-მურზას სახელმწიფო ღალატისა და უკრაინის ომის შესახებ ტყუილის გამო 25 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. 

კომენტარები