ვლადიმირ კარა-მურზა

ლატვია კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებულ 10 რუს მოქალაქეს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი 
 Kristaps Gulbis/ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო/Flickr

ლატვია რუსეთის 10 მოქალაქეს, რომელიც რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზას საქმესთან არის დაკავშირებული, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩი ავრცელებს.

"მე ვგმობ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ უსამართლო და მკაცრ სასჯელს, რომელიც რუსეთის სასამართლომ დღეს გამოაცხადა. გადავწყვიტე, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დავაწესო 10 რუსი პირისთვის, რომლებიც ამ ყალბი საქმის თანამონაწილენი არიან". - წერს რინკევიჩი Twitter-ზე.

რინკევიჩმა კარა-მურზას სასჯელთან დაკავშირებით ევროკავშირისგან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება მოითხოვა.

რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და რუსეთის არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დამნაშავედ ცნო და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები