აღდგომა 2023

პაპის ნუნციუსი: გიძღვნით სააღდგომო მილოცვებს, გისურვებთ კურთხეულ დღესასწაულს

წმიდა საყდრის ნუნციუსი საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკური ქართველ მართლმადიდებლებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.

"ქრისტე აღსდგა! ალილუია! ალილუია!

ქრისტიანული კალენდრის ამ ყველაზე მნიშვნელოვან და საზეიმო დღეს, ჩვენს ძვირფას მართლმადიდებელ კოლეგებსა და მეგობრებს ვუძღვნით ჩვენს გულწრფელ სააღდგომო მოლოცვებს და ვუსურვებთ ბედნიერ და კურთხეულ დღესასწაულს. დაე, ამ სინათლისა და სიხარულის დღეებში, როდესაც ვზეიმობთ სიცოცხლის დიდებულ გამარჯვებას სიკვდილზე, მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა მშვიდობა მოუვლინოს მთელ მსოფლიოს და ყოველი ადამიანის გულს. ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!" – წერს წმინდა საყდრის დესპანი.

კომენტარები