მარტის აქციები

მარტის აქციების მონაწილე აქტივისტები სასამართლომ 2 000 და 4 200 ლარით დააჯარიმა

მარტის აქციების მონაწილეებს ნიკა ნარსიასა და ჯანო მუმლაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფულადი ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ აქციების მონაწილეები სოციალურ ქსელში წერენ.

ნიკა ნარსია მოსამართლემ გინების, გზის გადაკეტვისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 4 200 ლარით დააჯარიმა. 

რაც შეეხება ჯანო მუმლაძეს, პოლიციელის ჩვენების მიხედვით, მას უმისამართოდ გინებასა და გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, რის საფუძველზეც მოსამართლემ აქტივისტს 2 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.   

მუმლაძე და ნარსია საქართველოს პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ. 

კომენტარები