საქართველოს საპატრიარქო

მეუფე იაკობი: ეკლესია არ დაუშვებს, რომელიღაც იმაში ძალით შეგვიყვანონ, მონა არ გავხდებით

ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ. შეიძლება გეგონოს, რომ მიდიხარ და ქრისტეს საქმეს აკეთებ, მაგრამ სინამდვილეში ბარაბას საქმეს ემსახურებოდე, რუსულ სიტყვას ვიტყვი - ურა პატრიოტი იყო. 

ერთი რამ იცოდეთ - ჩვენი ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და ჩვენი საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებაზე. ჩვენი ეკლესია არ დაუშვებს, რომ რომელიღაც იმაში ძალით შეგვიყვანონ, რა, რაც არ უნდა იმპერია იყოს. ჩვენ თუ ვინმესთან ურთიერთობა გვინდა, იმიტომ გვინდა, რომ კარგად ვიცხოვროთ და კარგად ვიყოთ და არა იმისთვის, რომ ვიღაცის მონები, რა... რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ. ნურას უკაცრავად, რა, აბსოლუტურად ყველამ იცოდეს - ევროპამაც, ამერიკამაც, რუსმაც, თურქმაც, ირანელმაც, ჩინელმა და ა.შ. ქართველი კაცი არასდროს არ გახდება არავის მონა, ღვთის მონობიდანაც გამოვა და შვილი გახდება, არათუ შვილი, მეგობრობასაც მიაღწევს ღვთის შეწევნით. 

ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი. 

კომენტარები