ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი რაკეტა გამოცადა, რასაც სამხრეთ კორეა მძიმე პროვოკაციად აფასებს

სამხრეთ კორეის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტის ახალი მოდელი გამოცადა. ამ ფონზე იაპონიამ ჩრდილოეთით მცხოვრებ მოსახლეობას თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საფრთხე არ არსებობდა.

"მძიმე პროვოკაცია" - ასე შეაფასა სამხრეთ კორეის თავდაცვის ძალებმა რაკეტის გამოცდა და აღნიშნა, რომ რაკეტამ 1 000 კილომეტრი იფრინა. 

სამხრეთ კორეის სამხედრო ოფიციალურმა პირმა თქვა,როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეამ გამოცადა ის ახალი იარაღის სისტემა, რომელიც ნაჩვენები იყო ქვეყნის ბოლო სამხედრო აღლუმზე.

საპასუხოდ იაპონიამ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. თავდაცვის მინისტრმა იასუკაზუ ჰამადამ თქვა, რომ რაკეტა, როგორც ჩანს, აღმოსავლეთისკენ მაღალი კუთხით იყო გასროლილი და ის იაპონიის ტერიტორიაზე არ დაეშვა.

იაპონიის ხელისუფლებამ კუნძულ ჰოკაიდოზე გაფრთხილება მას შემდეგ გააუქმა, რაც დადგინდა, რომ რაკეტა ახლოს არ ჩამოვარდებოდა.

მანამდე ჰოკაიდოს სკოლებში სწავლის დაწყების დრო გადაიდო და ზოგიერთი მატარებლის მოძრაობა შეჩერდა.

ჩრდილოეთ კორეამ გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ძალების ბოლო ერთობლივი სამხედრო წვრთნები, როგორც დაძაბულობის ესკალაცია და გაძლიერდა იარაღების გამოცდა ბოლო თვეებში.

კომენტარები