რუსეთი

დუმის დეპუტატს რუსეთში ევროვიზიის მსგავსი კონკურსის ჩატარება სურს

რუსეთის წარმომადგენელი, მანიჟა 2021 წლის ევროვიზიაზე

რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი კოლუნოვის ინიციატივით, რუსეთში ევროვიზიის ანალოგი კონკურსი უნდა ჩატარდეს. ადგილობრივ მედიასთან, Подмосковье сегодня-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ კონკურსის მასშტაბები ადგილობრივს უნდა გასცდეს და საერთაშორისოდ იქცეს. 

"ალტერნატივა გვესაჭიროება. ადგილობრივი სიმღერის კონკურსი ევროვიზიის მსგავსად საერთაშორისო უნდა გახდეს. თუმცა მასში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ მეგობარ სახელმწიფოებს უნდა მივცეთ". - აღნიშნა ინტერვიუში სერგეი კოლუნოვმა. 

კოლუნოვს სურს, რომ ფესტივალის მონაწილეებმა სიმღერები რუსულ ენაზე შეასრულონ. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 2022 წელს რუსეთს ევროვიზიაზე მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა

კომენტარები