მიგრანტები იტალიაში

იტალიაში მიგრანტების მზარდი რაოდენობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

11 აპრილს, იტალიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა მიგრანტების "მკვეთრ ზრდას" გაუმკლავდეს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას ცდილობენ. 

საგანგებო მდგომარეობა, დაახლოებით, 6 თვე გაგრძელდება. მთავრობა იტალიის სამხრეთით კრიზისული რეგიონებისთვის 5 მილიონ ევროს გამოყოფს.

თანხა მიგრანტებისთვის ახალი მიღების ცენტრების შექმნას ითვალისწინებს. საგანგებო მდგომარეობა კი ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, უფრო სწრაფად დააბრუნონ ის ადამიანები თავიანთ ქვეყნებში, რომლებსაც იტალიაში დარჩენის უფლება არ აქვთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები აჩვენებს, რომ იტალიაში 2023 წელს 31 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. გასულ წელს, იმავე პერიოდში მიგრანტთა რაოდენობა, დაახლოებით, 7 900 იყო. 

კომენტარები