ლარი დოლართან მიმართებით 0.25 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.05 თეთრით. 11 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.5274 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.7594 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.57 ლარია, ხოლო ევროსი - 2.82 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.53 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.77 ლარად.





