ავსტრალია

აშშ-ს დაზვერვის დოკუმენტების გაჟონვა სერიოზული ინციდენტია – ავსტრალიის თავდაცვა

ავსტრალიის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი, ანგუს კემპბელი
9news/James Brickwood

ავსტრალიის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის, ანგუს კემპბელის თქმით, აშშ-ს დაზვერვის დოკუმენტების გაჟონვა სერიოზული ინციდენტი იყო. მისივე თქმით, აშშ პარტნიორებთან ერთად ამ დოკუმენტების გასაჯაროების შედეგების გასაგებად მუშაობს. 

"ინფორმაციის უსაფრთხოების შენარჩუნების საკითხი გადამწყვეტია ეროვნული შესაძლებლობების განვითარებისთვის და მოკავშირეებისა და პარტნიორების ნდობისთვის". - აღნიშნა კემპბელმა.

გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლისას კემპბელმა თქვა, რომ რეგიონი განიცდის დიდ ძალთა კონკურენციას, რომელიც გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხოლო ავსტრალია ორიენტირებულია კონფლიქტის შეკავებასა და პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე.

კითხვაზე, აქვს თუ არა ავსტრალიას როლი ტაივანთან დაკავშირებულ კონფლიქტში, კემპბელმა თქვა: "ყველაფერი, რაც ძირს უთხრის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ავსტრალიის ინტერესს იწვევს".

კომენტარები