ქართული ოცნება

კობახიძე: ჩემთან სატელეფონო საუბრები იყო, გამაოგნებელ რამეს ითხოვდნენ, უხეშ დარღვევას

მე ჯერ არ დავაკონკრეტებ შინაარსს, ვინ იყო და რას ითხოვდა, მოდით, შემოვინახოთ ეს არსენალში. რეალურად, შემიძლია გავიმეორე, რომ იყო სატელეფონო საუბრები ჩემთან, მაგალითად და ისეთ რამეც ითხოვდნენ, რაც იყო გამაოგნებელი ჩემთვის. ჩემგან ითხოვდნენ ძალიან უხეშ დარღვევას, მაგალითად, კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ა.შ. ითხოვდნენ ამას უხეშად, პოლიტიკური ინტერესებისათვის. ვიღაცას ჰქონდა რაღაც პოლიტიკური ინტერესი და ამის გამო ჩემგან ითხოვდა კონსტიტუციის უხეშ დარღვევას. ეს ეხებოდა სასამართლო სისტემას. ჯერჯერობით, არ ვიტყვი ამ ყველაფერს, ერთ-ერთი გახმაურებული საქმე იყო. ალბათ, დადგება დრო, როცა ამასაც დავუბრუნდებით. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.  

"ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის, სატელეფონო საუბრებში რეებს ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს". - თქვა კობახიძემ აშშ-ზე მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა სასამართლო კლანი დაასანქცირა.

კომენტარები