რუსეთი

სლუცკი: ხელოვნური ინტელექტით შეიქმნება პირველი პოლიტიკური ალგორითმი – "ჟირინოვსკი"

ვლადიმირ ჟირინოვსკი
ria.ru

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის (ЛДПР)ლიდერი, ლეონიდ სლუცკი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შეიქმნება მსოფლიოში პირველი პოლიტიკური ალგორითმი, სახელად ჟირინოვსკი.

ამის შესახებ სლუცკიმ ჟირინოვსკის წლისთავისთვის მიძღვნილ პოსტში ისაუბრა.

"ЛДПР-მ მიიღო გადაწყვეტილება, მსოფლიო ცივილიზაციების უნივერსიტეტის დახმარებით, შექმნას კვლევითი ინსტიტუტი ვლადიმირ ჟირინოვსკის მემკვიდრეობის შესასწავლად. გაციფრულდება ყველა სამეცნიერო ნაშრომი, გამოსვლა, წერილი, კომენტარი. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ჩვენ შევქმნის მსოფლიოში პირველ პოლიტიკურ ალგორითმ "ჟირინოვსკის". მუშაობაში ჩართული იქნებიან წამყვანი თანამემამულე სპეციალისტები. 

ნეიროქსელი მიიღებს წვდომას ინფორმაციაზე, თუ რა ხდება მსოფლიოში - იმის შესახებ, თუ რა განჭვრიტა ვლადიმირ ვოლფოვიჩმა. დარწმუნებული ვართ, რომ ალგორითმი "ჟირინოვსკის" მიერ ფორმულირებული შეფასებები და პროგნოზები რუსეთის, ასევე მთელი მსოფლიოს მომავლის წარმატებულ განვითარებას ემსახურება". – წერს სლუცკი. 

რუსი ულტრანაციონალისტი, ЛДПР-ს ყოფილი ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი გასული წლის 6 აპრილს მოკვდა, მას შემდეგ, რაც COVID-19 გაურთულდა და ორმხრივი პნევმონია განუვითარდა.

კომენტარები