რუსული კანონი

დეგნანი რუსულ კანონზე: მიზანი ხმების ჩახშობა და სტიგმატიზება იყო

ჩვენ ვიყავით ძალიან შეშფოთებული ნაბიჯით, რაც იქნებოდა საშიში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ყველა ქართველისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ეხმარებიან სხვა ადამიანებს - მათ დაერქმეოდათ უცხო ქვეყნის აგენტი, ჯაშუში. მე მიმოგზაურია საქართველოს სხვადასხვა ნაწილში და ეს ორგანიზაციები მართლაც აკეთებენ დაუჯერებელ საქმეს, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ერთგულნი არიან თავიანთი საზოგადოების გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარების, ეხმარებიან შშმ პირებს, აუმჯობესებენ გარემოს.

[...] როდესაც შეხედავ, თუ რა მოხდა რუსეთში, სადაც მიიღეს იგივე კანონი, ნახავ, რომ მან მოკლა სამოქალაქო საზოგადოება, გაანადგურა ორგანიზაციების უმეტესობა, რომლებიც მუშაობდნენ რუსების დასახმარებლად, ისინი დაიხურნენ. ეს უნდა საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის? ხალხმა უნდა იცოდეს, რამდენად დიდი სარგებელი მოაქვს ამ ორგანიზაციებს ქართველი ხალხისთვის და ქვეყნისთვის. [...] არ მგონია, რომ ამ კანონის მიზანი იყო გამჭვირვალობა, მიზანი აქ იყო იმ ხალხის ხმების ჩახშობა და სტიგმატიზება, ვინც საქართველოსთვის მუშაობს.

თქვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, მთავარი არხის ეთერში, რუსულ კანონზე საუბრისას.

კომენტარები