სასამართლო კლანის სანქცირება

დეგნანი კლანზე: ეს ადამიანები ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას

გამოცხადებული სანქციები არის მათ წინააღმდეგ, ვინც ჩართულია კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას. მათ ეკრძალებათ აშშ-ში შესვლა. ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართული არიან კორუფციულ საქმიანობაში. ეს იყო გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ გუშინ გამოცხადდა სანქციები. 

[...] მე ბევრ მოსამართლეს შევხვედრივარ, ისინი არიან შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი და ერთგულნი, შეასრულონ თავიანთი საქმიანობა, აღასრულონ მართლმსაჯულება ჩარევის გარეშე - მათ ეს სურთ და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ეს 4 ადამიანი, დაფუძნებით სპეციფიურ ინფორმაციაზე, რაც ჩვენ გვქონდა, ხელს უშლიდა მოსამართლეებს თავის სურვილში. ეს არ არის პოლიტიკურ პარტიაზე, სასამართლო სისტემაზე ან ყველა მოსამართლეზე, ეს არის 4 კონკრეტულ პირზე, რომლებიც ხელისშემშლელები იყვნენ, ჩართული იყვნენ კორუფციულ გარიგებებში. 

[მთავარის თარგმანი] ამბობს მთავართან ინტერვიუში აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. 

კომენტარები