ლატვია

ლატვია სავალდებულო სამხედრო სამსახურს აბრუნებს

ლატვიის ეროვნული გვარდიის წევრი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ლატვიამ თავდაცვის ძალების გასაზრდელად სავალდებულო სამხედრო სამსახური დააბრუნა.

68 პარლამენტარმა მხარი დაუჭირა თავდაცვის სამსახურის შექმნას, რომელიც 18 წელს შესრულებულებს 11-თვიან სამსახურში გაიწვევს. წინააღმდეგი იყო 11 პარლამენტარი. წვრთნები 1-ელ ივლისს დაიწყება. შესაძლებელი იქნება ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლაც. სავალდებულო გაწვევა ლატვიაში 2007 წელს დააასრულეს.

"რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩვენ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასა და უსაფრთხოების სიტუაციაში ვცხოვრობთ. ეროვნული თავდაცვის სისტემის შემოღება არის ლატვიის პასუხი ჩვენს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ახალ მდგომარეობაზე". - თქვა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ინარა მურნიეცემ.

ლატვიის ეს ნაბიჯი თანხვედრაშია ლიტვასთან და ესტონეთთან. ბალტიის ქვეყნები რუსეთის მწვავე კრიტიკოსები და უკრაინის მტკიცე მხარდამჭერები არიან.

გაწვევის პირველი ტალღა, რომელიც 1-ელი ივლისიდან დაიწყება, მოხალისეობრივი იქნება, თუმცა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შემთხვევითი პრინციპით შეიცვლება.

სამსახურის თავიდან არიდება სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდება.18-27 წლის კაცებსა და ქალებს სამხედრო სამსახურის მოხალისეობრივად გავლა შეეძლებათ.

18 წლის მამაკაცები, რომლებსაც სკოლა დამთავრებული არ აქვთ, სამსახურს 1 წლის შემდეგ გაივლიან.

კომენტარები