ლარი დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.16 თეთრით გაუფასურდა. 5 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.5420 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.7817.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.58 ლარია, ხოლო ევროსი - 2.84 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.54 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.79 ლარად.





