ქართული ოცნება

კალაძე დედაქალაქში საცობებზე: თბილისი რაც არის, ყველამ ვიცით – ამ ქალაქს ვერ გაბერავ

ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ ქალაქში არის საცობები და წლიდან წლამდე ეს პრობლემა კიდევ უფრო იზრდება და კიდევ უფრო პრობლემური ხდება კერძო ავტომობილით გადაადგილება დედაქალაქში.

ნუ, თბილისი რაც არის, ყველამ ვიცით, თავისი ქუჩებით და უბნებით, ამ ქალაქს ვერ გაბერავ. შეუძლებელია იმ ქუჩების გაფართოება, სადაც კონკრეტულად პრობლემებია და გარკვეული დისკომფორტია. რა თქმა უნდა, ამ ქუჩების გადიდებით პრობლემას ვერ მოაგვარებ, ეს კიდევ უფრო დიდ დისკომფორტში შესვლა იქნება. ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ? მომდევნო წლების განმავლობაში ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემა.

ვთქვათ, დღეს ერთი კონკრეტული ქუჩა გააფართოვე და დღეს არსებული ავტომობილების ნაკადი გადაადგილდება კონკრეტულად. ხვალ-ზეგ, როდესაც კიდევ გაიზრდება ავტომობილების რაოდენობა, მერე რას ვშვრებით? რას ვუშვებით ამ უკვე გაფართოებულ ქუჩებს, სადაც უკვე დამატებული ნაკადები ვეღარ დაეტევა. მერე რა უნდა გავაკეთოთ, ამაზე თუ უფიქრია ვინმეს? ამიტომ, ის პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, კომფორტულობა, ხელმისაწვდომობა, ამას არ აქვს ალტერნატივა, თუმცა თუ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ისეთი გეგმა, რომ მთლიანად შეიძლება მოიხსნას ეს პრობლემა, დიდი სიამოვნებით მივიღებთ მეც და ჩემი თანამშრომლებიც.

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები