ჩეჩნეთი

"ავადმყოფობის დრო არაა" – გავრცელებული ცნობების პასუხად კადიროვი ვარჯიშის ვიდეოს აქვეყნებს

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობების პასუხად სარბენ ბილიკზე ვარჯიშის ვიდეო გამოაქვეყნა

ვიდეო 25 წამიანია, სადაც კადიროვი სარბენ ბილიკზე დარბის და ამბობს, რომ ავადმყოფობის დრო არ აქვს. ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე სამი დღის წინ მსგავსი ვიდეო სახლის სპორტული დარბაზიდანაც გამოაქვეყნა. ადრე რამზან კადიროვი რეგულარულად ავრცელებდა ინფორმაციას სპორტული ვარჯიშის შესახებ. 

მანამდე, Новой газеты წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამდენიმე წელია მძიმე დაავადებით იტანჯება, რომლის მკურნალობა რთულია და შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი ორგანოების დისფუნქცია. გამოცემა წერს, რომ დაავადებას, რომელიც, მათი ინფორმაციით, კადიროვს აწუხებს, თან ახლავს ძლიერი შეტევები.

ინფორმაცია ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში გაჩნდა. გერმანულმა გამოცემამ Bild-მა კადიროვის შესაძლო ავადმყოფობისა და ნარკოდამოკიდებულების შესახებ ცნობები დევნილობაში მყოფ ჩეჩნეთის პრემიერმინისტრ ახმედ ზაკაევზე დაყრდნობით გაავრცელა. თუ ზაკაევას ვენდობით, კადიროვის შეშუპებული სახე თირკმლის დაავადებას უნდა უკავშირდებოდეს.

კომენტარები