არჩევნები თურქეთში

თურქეთში არჩევნების მე-2 ტური იქნება, რაც ერდოღანის გამარჯვების შანსს ზრდის – კვლევა

წინასწარი მონაცემების მიხედვით, უკვე მეორედ პრეზიდენტობის კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ მაისში დაგეგმილი თურქეთის არჩევნების შედეგები შეიძლება შეცვალოს: ანალიტიკოსთა აზრით, ოპოზიციის კანდიდატებს შორის ხმების გაყოფით, მოსალოდნელია, რომ მეორე ტური დაინიშნება, სადაც მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამარჯვების შანსი გაიზრდება. 

ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად, ინჯეს მხარდაჭერა 5%-ს აჭარბებს, Panoramatr-მა გასულ თვეს მას 10%-ის მხარდაჭერის მოპოვებაც უწინასწარმეტყველა.

მკვლევრები ამბობენ, რომ ეს კანდიდატი მხარდამჭერებს დიდი ალბათობით მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელთან, ქემალ კილიჩდაროღლუსთან გაიზიარებს. ეს უკანასკნელი კი ერდოღანის ოცწლიანი მმართველობის განმავლობაში მის ყველაზე დიდ გამოწვევად ითვლება. 

"ინჯესის ფუნდამენტური შედეგი არის არჩევნების მეორე ტური". - ამბობს Panoramatr-ის კვლევის დირექტორი.

თუ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს 14 მაისს კენჭისყრაში, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას. 

საყოველთაო არჩევნები თურქეთში ერდოღანმა 14 მაისს დანიშნაPolitico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის. 

ბოლო წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, ქემალ კილიჩდაროღლუ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსწრებს. ოპოზიციონერი კანდიდატი 10%-იანი უპირატესობით ლიდერობს

კილიჩდაროღლუ ქემალისტურ, მემარცხენე-ცენტრისტულ სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრია და მას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამ კვირის დასაწყისში, ექვსი პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა კოალიციამ ის ერდოღანის მთავარ კონკურენტად დაასახელა. 

კომენტარები