სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის ყოფილი დიქტატორის შვილიშვილი ბოდიშის მოსახდელად ქვეყანაში დაბრუნდა

სამხრეთ კორეის უკანასკნელი დიქტატორის შვილიშვილმა, ჩუ ვუ-ვონმა 1980 წელს, მისი ბაბუის მმართველობისას, სამხედრო დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის ნათესავებს ბოდიში მოუხადა.

"ცოდვილი და მკვლელი" - აღნიშნა ჩუნ ვუ-ვონმა ბაბუამისის შეფასებისას. 

სამხედრო თავდასხმისას, ოფიციალური მონაცემებით, დაიკარგა ან დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი. გადარჩენილების თქმით, დაღუპულთა რეალური რიცხვი აღემატება 200-ს. 

27 წლის ჩუნ ვო-ვონმა მადლობა გადაუხადა იმ ხალხს, ვინც ბაბუამისის რეჟიმიის წინააღმდეგ წავიდა და ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ პატიების თხოვნა უფრო ადრე ვერ შეძლო.

სამხრეთ კორეაში1980 წლის პროდემოკრატიულ დემონსტრაციებში ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა. მათ შესაჩერებლად მთავრობამ ათასობით სამხედრო განალაგა. დემონსტრაციების მეცხრე დღეს ჯარისკაცებმა მომიტინგეებს, რომლებიც შეკრებილნი იყვნენ პროვინციის მთავრობის ოფისთან გვანჯუში, ცეცხლი გაუხსნეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებმა სცემეს, აწამეს, სექსუალურად იძალადეს და დაასახიჩრეს პროტესტის მონაწილეები.

ჩუნ დუ-ჰვანის მმართველობა 1988 წელს დასრულდა. ის გაასამართლეს ღალატისა და კორუფციის ბრალდებით 1996 წელს, მაგრამ მოგვიანებით პრეზიდენტის შეწყალებით გაათავისუფლეს. ყოფილი დიქტატორი 2021 წელს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები