ვლადლენ ტატარსკის აფეთქება

ზელენსკი ტატარსკის სიკვდილზე: არ ვფიქრობ პეტერბურგში რა ხდება, ამაზე რუსეთი უნდა ფიქრობდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის აფეთქებას გამოეხმაურა.

"მე არ ვფიქრობ რა ხდება სანქტ-პეტერბურგში ან მოსკოვში. ამაზე რუსეთი უნდა ფიქრობდეს. მე ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე". – თქვა ზელენსკიმ.

2 აპრილს რუსი სამხედრო ბლოგერი სანქტ-პეტერბურგის ბარში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მას ახალგაზრდა ქალმა გადასცა ბიუსტი, რომელიც 5 წუთის შემდეგ აფეთქდა. კაფეში რუსი ულტრანაციონალისტების შეხვედრა მიმდინარეობდა. რუსეთის მედიის ცნობით, დაშავებულია 32 ადამიანი.

ვრცლად თუ ვინ იყო ტატარსკი და რა არის ცნობილი მისი აფეთქების შესახებ, წაიკითხეთ აქ – ვინ იყო ვლადლენ ტატარსკი, რომელიც სანქტ-პეტერბურგის კაფეში ააფეთქეს.

კომენტარები