ჩვენ ვიცით ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს არის, სამწუხაროდ, ერთგვარი უდიერი დამოკიდებულება და ამის გამოვლინება იყო გუშინ მისი მისვლა იმ აქციაზე, რომელიც გამართა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ. როდესაც ევროპარლამენტარი ესწრება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საპროტესტო აქციას, ეს უკვე თავისთავად არის მიუღებელი და კიდევ ერთხელ აჩვენებს მის დამოკიდებულებას ქართული სახელმწიფოს მიმართ, ეს დამოკიდებულება უბრალოდ არ არის სწორი.
საქართველო-ევროკავშირი
კობახიძე კრამონზე: ევროპარლამენტარის დასწრება პარტიის აქციაზე თავისთავად მიუღებელია
tbl.ge/6bpk
დაკოპირდა

ავრცელებს ირაკლი კობახიძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პირველ აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით ტაბულას, ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ორგანიზებით გამართულ აქციაზე მივიდა და დაკავებულს სოლიდარობა გამოუცხადა.
ირაკლი კობახიძექართული ოცნებაევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიაქცია კანცელარიასთანლაზარე გრიგორიადისისაქართველო-ევროკავშირი
ამავე თემაზე
- ბოჭორიშვილი: EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
- კობახიძე: როგორც ევროპარლამენტმა, ისე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც გაიუფასურა თავი
- კობახიძე რეზოლუციაზე: პირდაპირ დისკრიმინაცია ჩანს, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა
- 87% ფიქრობს, რომ საქართველომ EU-ს გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს - კვლევა
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება




