ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

ზელენსკი: ტერორისტები პასუხს უნდა აგებდნენ და არა თავმჯდომარეობდნენ იქ, სადაც მოესურვებათ

სამწუხაროდ, აბსურდული და დესტრუქციული სიახლეები გვაქვს - დღეს ტერორისტულმა სახელმწიფომ გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა დაიწყო.

გუშინ რუსულმა არმიამ კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი მოკლა - ხუთი თვის ბიჭი, სახელად დანილო. და, ამავდროულად, რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობს. რთული რამის წარმოდგენა, რაც უფრო მეტად ადასტურებს ასეთი ინსტიტუტების გაკოტრებას.

არ არსებობს ტერორის ისეთი ფორმა, რომელიც რუსეთს ჯერ არ ჩაუდენია. ტერორისტები პასუხს უნდა აგებდნენ ტერორისთვის და არა თავმჯდომარეობდნენ იქ, სადაც მოესურვებათ.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

კომენტარები