ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

ზელენსკი: წელს ომის დასრულება ცივილიზებული სამყაროს ერთობლივი ამოცანაა

ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისაც აქვს ინფორმაციული გავლენა, მონაწილეობა მიიღოს საინფორმაციო სამუშაოებში. ეს მხოლოდ ჟურნალისტებს არ ეხება. ეს ეხება ყველას, ვისაც აგრესიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება შეუძლია. ვისაც შეუძლია, მსოფლიოს უკრაინელი კაცებისა და ქალების შესახებ შეახსენოს, რომლებმაც გაიარეს ოკუპაცია, დანაკარგები... იმის შესახებ, რომ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის ჩვენი ხალხისთვის და ყველა ერისთვის, რომელსაც რუსული ტირანია ემუქრება. როგორც გასულ წელს, ისევე ინტენსიურად უნდა გაიგოს მსოფლიომ წელსაც, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება. უნდა გაიგოს, რომ ომის დასრულება წელს, უკრაინის რუსული ბოროტებისგან წელს გათავისუფლება, ცივილიზებული სამყაროს ერთობლივი ამოცანაა.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

კომენტარები