ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

ზელენსკი ავსტრიის პარლამენტს: არ შეიძლება, ბოროტების მიმართ მორალურად ნეიტრალური დარჩე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

30 მარტს, ავსტრიის პარლამენტარებთან მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეუძლებელია მორალურად ნეიტრალური პოზიციის დაცვა ბოროტების წინააღმდეგ. 

გამოსვლის დროს ზელენსკიმ უკრაინაში მიიწვია ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი, ვოლფგანგ სობოტკა და სხვა პარლამენტარები, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ, რა მოუტანა რუსეთის ომმა უკრაინას.

"ამის დანახვა ნიშნავს ჩვენი ხალხის გაგებას. იმის გაგება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდუალური ხმა საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის მხარდასაჭერად, როდესაც ეს საკითხები განიხილება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ევროპარლამენტში ან სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე [...]

ჩვენ უნდა გვესმოდეს ბოროტების მიმართ მორალურად ნეიტრალურად არყოფნის მნიშვნელობა. ეს არ ეხება გეოპოლიტიკას... ჩვენ ყოველთვის უნდა დავრჩეთ ადამიანებად და გადავარჩინოთ ჩვენი კაცობრიობა". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ავსტრიას ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერისთვის, განაღმვისთვის და რუსული აგრესიით დაზარალებული უკრაინელების რეაბილიტაციისთვის. ავსტრია სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალური ქვეყანაა. როგორც ნეიტრალური სახელმწიფო, ის უკრაინას შეიარაღებას არ აწვდის. 

კომენტარები