შალვა რამიშვილი

ოცნების დეპუტატი რამიშვილზე: არ უნდა დაისაჯოს, კანონი დაიცვას

არ უნდა დაისაჯოს. იმიტომ რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია მის წინააღმდეგ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაისაჯოს.

[...] მოვუსმინე, არასასიამოვნო მოსასმენი იყო. არ ვიცი, ეს ჩემი გასარკვევი არ არის, მაგრამ 7 წლის შემდეგ რომ ხდება... თუნდაც 5 წლის შემდეგ. როდესაც გოგონა აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, აი, მოუსმინეთ, რას აკეთებს, აი, დამთავრდა ქართული ოცნება, მათი ბოლო წუთებია და რაღაც. პირდაპირ ეტყობა მიზანმიმართული თავდასხმა შალვასთან მიმართებაში. [შალვა რამიშვილი] არ უარყოფს, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერია, მაგრამ ის ფეიკებს არასდროს აკეთებს. ის ამხელებს თქვენ ტელევიზიებს სიცრუეში. მარტო მე არ ვიცავ [რამიშვილს], ამას კანონი დაიცავს.

ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, შოთა ხაბარელმა ფორმულას კითხვას, უნდა დაისაჯოს თუ არა სამთავრობო ტელეკომპანია POSTV-ის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი.

კომენტარები