შალვა რამიშვილი

რამიშვილის ყოფილი ცოლი: ჩემი შვილის წერილში გაერთიანებულია მისი ძმებისა და ჩემი სათქმელი

[ჩემი უფროსი შვილის წერილში] გაერთიანებულია მისი ძმებისა და ჩემი სათქმელიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა ჩვენში.

ვიცი რომ ამ აქტს მოჰყვება აზრთა სხვადასხვაობა და ყველაფრისთვის მზად ვართ, რადგან დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში და ჩვენი მოტივაციის სიწმინდეში.

წერს POSTV-ს დირექტორისა და ქართული ოცნების პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი, თეა აბაშმაძე და მისი შვილის, ლაშა რამიშვილის პოსტს აზიარებს. "ჩემი მოთმინება საბოლოოდ დაასრულა, როცა აქციაზე გასულებს "ჩმორები" გვიწოდა" - დაწერა ლაშა რამიშვილმა, დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს თანადგომა გამოუცხადა და ასევე აღნიშნა, რომ შალვა რამიშვილი "ზოგადად არ სცემს ქალს პატივს". 

კომენტარები