შალვა რამიშვილი

შალვა რამიშვილის წინააღმდეგ POSTV-ის ყოფილი ჟურნალისტის საჩივარი ქარტიამ დასაშვებად ცნო

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად ცნო შალვა რამიშვილის წინააღმდეგ სამთავრობო პროპაგანდისტული არხის POSTV-ს ყოფილი თანამშრომლის სოფიო კაჭარავას საჩივარი, რომელიც ამბობს, რომ რამიშვილმა სამსახურიდან განსხვავებული აზრის გამო გაათავისუფლა.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორის შალვა რამიშვილის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია სოფიკო კაჭარავა. განმცხადებლის თქმით, იგი სამსახურიდან განსხვავებული, კრიტიკული აზრის გამო გაათავისუფლეს. მისი თქმით, შალვა რამიშვილისთვის მიუღებელი იყო განსხვავებული პოზიციის ქონა არა მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობის, არამედ მის მიღმაც" - ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეორე პრინციპის (დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ) დარღვევაზე. 

ქარტიის ცნობით, საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები

კომენტარები